21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 25,2% სრულად ვაქცინირებულია, 33,3% კი ერთი დოზით არის აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი დღის 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 25,2% სრულად ვაქცინირებულია, 33,3% კი ერთი დოზით არის აცრილი.


ბოლო 24 საათში ქვეყანაში 15 096 ადამიანი აიცრა.

დღევანდელი მონაცემებით, სულ 1 671 295 აცრაა ჩატარებული.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშოა.

"ვაქცინაციის ტემპი ბოლო პერიოდში შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კვირა იყო და მეტ ადამიანს ჰქონდა დრო წასულიყო ვაქცინაციაზე, ასე არ მოხდა - 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის საგანგაშო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება... უფრო მეორე დოზებით მიიღწეოდა ის შედეგი, რაც გვქონდა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 17 სექტემბერს მოსალოდნელ მე-5-ე ტალღაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მე-5 ტალღა შესაძლოა ნოემბრის მეორე ნახევარში, ან დეკემბერში იყოს.

"რაც მეტი აცრილი ადამიანი დახვდება მეხუთე ტალღას, რომელიც შეიძლება ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბერში იყოს, ქვეყანაში მით უფრო იოლად და მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და აღარ იქნება ის ისეთი დამანგრეველი, როგორიც გვქონდა შავი აგვისტო ან როგორიც გვქონდა ნოემბერ–დეკემბერში,"- განაცხადა გამყრელიძემ

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე Booking.moh.gov.ge.ან ცხელ ხაზზე 1522.

ასევე მოქმედებს იმუნიზაციის ცენტრები: ქუთაისში, ხარაგაულსა და ზესტაფონში, სადაც ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი.

ცენტრებში მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით.



 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი
დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.
11:25 / 08.12.2021

გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი
დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.
11:25 / 08.12.2021

გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

8 დეკემბერს საქართველოში კორონა ვირუსის 4226 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.
11:15 / 08.12.2021


8 დეკემბერს საქართველოში კორონა ვირუსის 4226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.


8 დეკემბერს საქართველოში კორონა ვირუსის 4226 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.
11:15 / 08.12.2021


8 დეკემბერს საქართველოში კორონა ვირუსის 4226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.


3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 397, ხოლო გარდაიცვალა 67
ადამიანი.
11:26 / 03.12.2021


3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 397, ხოლო გარდაიცვალა 67 ადამიანი.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 19 °C
img
ბათუმი 13 - 18 °C
img
სოხუმი 12 - 17 °C
img
ფოთი 13 - 18 °C
img
თელავი 5 - 14 °C
img
მესტია 0 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 19 °C
img
ბორჯომი 3 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა
12:52 / 08.12.2021


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.
ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს
21:22 / 07.12.2021

ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა: “ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს.
შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით''-ირაკლი კობახიძე
16:16 / 07.12.2021
,,შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც’’-
,,კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა’’-გიორგი ღიბრაძე
12:49 / 07.12.2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.