საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 ნოემბრის მონაცემებით ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4648 პაციენტი. 

იმერეთში 979 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია.

გუშინ საქართველოში 48 615 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ნოემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%,
ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.

ინფიცირებულთა რაოდენობისა და ლეტალობის მაჩვენებლის ზრდის გათვალისწინებით, მედიკოსები მკაცრი ზომების მიღებაზე საუბრობენ.

იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა სტატისტიკამ არსებული ტემპით ზრდა განაგრძო, ექიმები ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს არ გამორიცხავენ.

ამ დროისთვის მათი მთავარი მოწოდება კვლავ  COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა და არსებული  რეგულაციების  დაცვაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *