15 ნოემბერი: კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი
15 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი.
ბოლო 24 საათში იმერეთში ვირუსი 375 ადამიანს
დაუდასტურდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ნოემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.03%,
ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.52%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა
მაღალია და შესაძლოა, ახალი საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი
დადგეს. გამყრელიძის თქმით, მობილიზებულია 8000-მდე საწოლი.
მასალის გამოყენების პირობები