საქართველო 100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

ინფორმაცია ბოლო 7 დღის მონაცემებზე დაყრდნობით არის გამოქვეყნებული. გამოცემის მონაცემების მიხედვით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღიურად საშუალოდ 74-ია, რაც 100 ათას მოსახლეზე 2 გარდაცვლილს ნიშნავს.

სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველოს ისეთი ქვეყნები მოჰყვებიან, როგორიცაა ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა, ხორვატია და ლატვია.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 530, ხოლო გარდაიცვალა — 55 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *