ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად ომიკრონის 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და მათგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ 14-ს, რაც დაბალი მაჩვენებელია.

,,ომიკრონით დადასტურებული პირების დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული. ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის ნაწილი მინიმალურია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ომიკრონის წინააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია,’’-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.

საქართველოში ჯამში, კორონავირუსის 1 006 864 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. 18 იანვრის მონაცემებით, კოვიდ 19 7 521 ადამიანს დაუდასტურდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *