ქუთაისის ოპერის თეატრის 48-ე სზეონი გუშინ “ტრავიატამ” გახნა.

საოპერო სპექტაკლის დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. წლების შემდეგ ქუთაისის ოპერის თეატრის სეზონი პირველად გაიხნა განსხვავებულად. “აბესალომ და ეთერი” წელს “ტრავიატამ” ჩაანაცვლა. ორივე საოპერო დადგმა რეპერტუარში სხვა სპექტაკლებთან ერთად იქნება და ოპერის მოყვარულებს მათი მოსმენა კიდევ არაერთხელ შეეძლებათ.
რაც შეეხება საპრემიერო დადგმის მონაწილეებს: ვიოლეტა ვალერი – ნაირა კიკოლიაშვილი იყო, ალფრედ ჟერმონი – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თაეტრის სოლისტი ანზორ ხიდაშელი,
ჟორჟ ჟერმონის როლი ბაკურ კვირიკაშვილმა მოირგო, ნუცა ზაქაიძე – ფლორა ბერვუა, მარიეტა მაჩალაძე -ანინა , იოსებ კიწმარიშვილი -გასტონი, კალისტრატე ხარჩილავა – ბარონი დიუფონი, ემილ ჩარგაზია -მარკიზი დ”ობინი, აკაკი იოსელიანი – ექიმი გრენვილი. თეატრის გუნდი საპრემიეროდ მთავარმა ქორმაისტერმა ნათია გოგუაძემ მოამზადა.
სპექტაკლს რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორა.
“ტრავიატას” მსოფლიო პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის თეატრში “ლა ფენიჩე” შედგა.
ქუთაისის ოპერის თეატრში დეკემბერში “სოფლის ღირსების” პრემიერა იგეგემება, რომელსაც სავარაუდოდ გოგი ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *