“თვალები გეტყვის” – ქუთაისის უნივერსიტეტში ახალგაზრდა პოეტს, თემო შენგელაიას, უმასპინძლეს.

ახალგაზრდა პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან შეკრებილ აუდიტორიას ძველი და ახალი ლექსები წაუკითხა. შეხვედრის დასარულს კი რამდიმე სიტყვით მასპინძელ ქალაქზეც ისაუბრა:”ქუთასში მომიწია მუშაობა აახალგაზრდული პარლამენტის ფარგლებში. ბევრ სკოლის მოსწავლეს, რომელიც  უკვე სტუდენტია დღესაც ვხვდები. ეს ქალაქი ყოველთვის იქნება ჩემთვის გამორჩეული ქალაქი რათქმაუნდა ჩემს ზუგდიდთან და თელავთან ერთად. თელავი იმიტომ, რომ  ნახევრად კახელი ვარ. ქუთაისს ჩემი მეგობრებით, იმ ადამიანებით, რომელბიც მუდმივად გულთაბილად მხვდებიან ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი ადგილი უჭირავს. ეს გამორჩეული ქალაქია ნამდვილად, გამორჩეულად ნიჭერი ადამიანებით”,- აღნიშნა თემო შენგელაიამ. რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას კი აღნიშნა, რომ ქუთაისში ჩამოსვლისას განცდა აღარ აქვს, რადგან მისთვის ეს უკვე მშობლიური გარემოა.
“პოეზიის შუადღეს” ორგანიზება ქუთაისის უნივერისტეტის სტუდემნტურმა თვითმმართველობამ გაუწია. “ჩვენ ვართ ქუთაისის უნივერისტეტის ახალი სტუდეტური თვითმმართველობა, ამიტომ გადავწყვიტეთ პირველი ღონისძიება განგვხორციელებინა თემო შენგელაიას პოეზიის საღამო “თვალები გეტყვის”, შესაბამისად დაუკავშირდით მას და შედგა ასეთი საღამო. ვფიქრობ კარგი გამოვიდა. ჩვენი სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებისთვის კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებებს გამართავს”,- აღნიშნა ქუთაისის უნივერისტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა თედო სართანიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *