მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი

არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თეატრის ეზოში რაიმე მშენებლობა იგეგმება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მათი შეთანხმების გარეშე თეატრის ეზოში არაფერი გაკეთდება.
“აქ ჩვენთან შეთანხმების გარეშე არაფერი არ აშენდება. როცა ადამიანს არენდით აქვს აღებული ნაკვეთი, ბუნებრიავია იქ რაიმეს გააკეთებს, მაგრამ მას პირობაში უდევს, რომ ყველაფერი ჩვენთან უნდა შეთანხმდეს. ჩვენს გარეშე აქ ერთი აგურიც კი არ დაიდება, ხეების მოჭრაზე ზედმეტია საუბარი. პირდაპირ წერია ხელშეკრულებაში, რომ აქ რაც არ უნდა გეკეთდეს ერთი ბუჩქის მოჭრაც არ შეიძლება”,- განაცხადა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.
თეატრის ეზოში მშენებლობის შესახებ დღეს პარტია ტავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხემძღვანელმა ისაუბრა, მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა მესხიშვილის თეატრის ეზოში მშენებლობას ხეები შეეწიროს.
2012 წელს მესხიშვილის ეზოში არსებული მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით კულტურის და ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით 15 წლით გასხვისდა. მიწის ნაკვეთის მფლობელია სახელმწიფო, მოსარგებლე შპს -“კონიკო”. აგრეთვე საპროექტო ტერიტორია იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე შენობის ფიზიკური დაცვის ზონის 50 მეტრიან არეალში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *