კულტურა
ალტერნატიული სივრცეები მესხიშვილის თეატრში

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობეზე, ენდი ძიძავას დამტკიცების შემთხვევაში, კანდიდატს ბევრი საინტერესო იდეისა და გეგმის განხორციელება აქვს მიზნად.

როგორც ენდი ძიძავამ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი თეატრის „აღორძინების ფონდის“ შექმნაა, რომლის ინიციატივაც ბეზნესმენ შალვა ხეცურიანს ეკუთვნის. ფონდის საქმიანობა მთლიანად მიმართული იქნება თეატრის აღორძინებისთვის, ახალგაზრდა რეჟისორების სპექტაკლების დადმისა და ინოვაციური იდეების დაფინანსებისთვის. გარდა ამისა, ენდი ძიძავას, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში მუშაობის შემთხვევაში, სურს შექმნას ალტერნატიული სივრცეები; ექსპერიმენტალური დარბაზი, ასევე ლაბორატორია - სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორებს, მსახიობებს თავიანთი ვერსიების, ფორმების ძიების საშუალება მიეცემათ. ასევე  თეატრის ეზოში ღია ცის ქვეშ მოძრავი სცენის გაკეთება. თეატრის ეზოს ტერიტორია ამჟამად იჯარითაა გაცემული. ენდი ძიძავა იმედოვნებს, რომ შეძლებს მოიჯარესთან შეთანხმებას.

„თეტრში გვინდა მოვიზიდოთ „თინეიჯერები“ და მათ შევთავაზოთ ახლებური ხედვა. დღეს თეატრს ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს კინოს, ინტერნეტისა და სხვ. სახით. გვინდა უფრო აქტუალური და საინტერესო გავხადოთ თეატრი ახალგაზრდებისთვის“.-აღნიშნა ენდი ძიძავამ.

სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატს, კიდევ ბევრი იდეა აქვს, რომლებზეც მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ამჟმად 7 კანდიდატურა განიხილება: კოტე აბაშიძე, გოგა თავაძე, თორნიკე მარჯანიშვილი  მამუკა ტყემალაძე, გიორგი შალამბერიძე, დავით ნაცვლიშვილი და ენდი ძიძავა. მესხიშვილის თეატრმა თავისი მხარდაჭერა სწორედ მას გამოუცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კულტურის სამინისტომ უნდა გამოიტანოს. ენდი ძიძავას დანიშვნის შემთხვევაში ის იქნება პირველი ქალი, რომელიც მესხიშვილის თატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმუშავებს.

სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებისათვის დრო  სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქვს.

მესხიშვილის თეატრის სამხატრვრო ხელმძღვანელის პოსტი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს ეკავა, რომელმაც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო და არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა.

 

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქთაისში კლასიკური, ვოკალური მუსიკის საღამო, ხვალ, ზ. ფალიაშვილის
სახლობის მე-2 სამუსიკო სკოლაში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი
18:28 / 16.07.2018
ქთაისში კლასიკური, ვოკალური მუსიკის საღამო, ხვალ, ზ. ფალიაშვილის სახლობის მე-2 სამუსიკო სკოლაში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი
ქუთაისში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება.
16:58 / 16.07.2018
ქუთაისში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება.
გადაცემაში
17:05 / 13.07.2018
გადაცემაში "მთელი დღე" მაია სურმავასთან ერთად, ჯგუფი "New Face" და მისი წევრები: გიორგი ბოლქვაძე, ანრი ბურკაძე, გიორგი ხონელიძე.
გადაცემაში
19:35 / 10.07.2018
გადაცემაში "მთელი დღე" მაია სურმავასთან ერთად, ახალგაზრდა, ნიჭიერი, არაერთი კონკურსის გამარჯვებული, მევიოლინე ბაქარ ღიბრაძე. იგი ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ლისტის
ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:00 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8660
TRY
TRY
0.5052
USD
USD
2.4479
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 17 - 28 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img