კულტურა
დღეს ქუთაისში "ზასტაველობა-კარიბჭობას" აღნიშნავენ
"ზასტაველობის" აღნიშვნა ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს 17 საათზე დაიწყება. დღესასწაულის აღნიშვნის ინიციატორი ქუთაისის საკრებულოს წევრი და უბნის მაჟორიტარი ნატო ქათამაძეა.

მაჟორიტარმა აგრეთვე დაანონსა, რომ ის "ზასტაველებს" მაჟორიტარობის კანდიდატებს თავად წარუდგენს. " "ზასტაველობა-კარიბჭობის" სახალხო დღესასწაულზე გეპატიჟებით ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, ვისაც გიყვართ ჩვენი ქალაქი, ჩვენი უბანი "ზასტავა". გავიხსენებთ ჩვენი უბნის დიდ ტრადიციას და როგორც 2015 წელს, დასახელდებიან საპატიო ზასტაველებიც, რომლებმაც თავიანთი განვლილი ცხოვრებით ნამდვილად ასახელეს ჩვენი ქალაქი, ჩვენი უბანი. ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჩემი, როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებასთან.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან "გამარჯვების" ოლქში ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. აქვე განვმარტავ, მე ამჟამად კენჭს არ ვიყრი და ეს არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული ღონისძიება", - აცხადებს ნატო ქათამაძე. 


10 წლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისში "ზასტაველობა" პირველად 2015 წელს აღინიშა. შეგახსენებთ, რომ "ზასტაველობის" აღნიშვნის დაბრუნება მოსახლეობამ ითხოვა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:56 / 12.03.2019
"სიყვარული, სექსი და როკ"ნ"როლის ეტლი" - ასე ჰქვია გერმანელი კინორეჟისორის, სუზანა ვუსტნეკის ფილმს,
19:37 / 10.03.2019
"შენთან არის გული ჩვენი" - ქუთაისს ერთი დღით ის მომღერლები დაუბრუნდებიან, რომლებსაც ქალაქის დატოვება მოუხდათ. 
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 11 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
ქუთაისელი მოსწავლის ნახატი მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის, 10 წლის თამარ ნოზაძის
18:15 / 28.02.2019