14 აპრილს, სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით,

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და ქ. ქუთაისის მერია აცხადებენ კრეატიულ კონკურსს დედა ენის თემაზე ესკიზის გამოსავლენად.  ნამუშევარი უნდა შესრულდეს ქუჩის მხატვრობის, Street Art-ის სტილში. გამარჯვებული ესკიზის ავტორი შეასრულებს ნახატს მონპლაზირის თაღთან არსებული თოჯინების თეატრის კედლის ნაწილზე, ჯამში 100 კვ. მ-ის ფართზე.
განაცხადების მიღება დაიწყება დღეს და დასრულდება 2018 წლის 1 აპრილს, 00:00 საათზე.
აპლიკანტმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტაზე zspa@zspa.ge 

განაცხადი უნდა მოიცავდეს:

1. CV;

2. შემსრულებლის პორტფოლიო (ვებ. გვერდი ან/და Fაცებოოკ გვერდი);

3. ესკიზი;

4. ესკიზის კონცეფცია (მოკლე აღწერა, რამდენიმე წინადადება);

5. შესრულების ტექნოლოგია და გამოსაყენებელი მასალა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. შემსრულებელი უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წელი);

2. შემსრულებელს უნდა ჰქონდეს დიდ კედელზე ხატვის გამოცდილება (მინიმუმ სამი კედელი)

კომისია გამარჯვებულს დაასახელებს 2018 წლის 4 აპრილს. კედლის მოხატვა უნდა დასრულდეს 2018 წლის 13 აპრილს. გამარჯვებული ესკიზის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *