კულტურა
"გუშინ ოპერაში სასწაული ხდებოდა" - როგორ აფასებენ "რიგოლეტოს" სოციალურ ქსელში
ქუთაისის ოპერის თეატრში "რიგოლეტო" მეორედ წარადგინეს. ამჯერად განსხვავებული შემადგენლობით. სპექტაკლში მონაწილეობა ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძემ (რიგოლეტო), თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძემ (ჯილდა), იტალიაში მოღვაწე ბანი აკაკი იოსელიანმა (სპარაფუჩილე).

სპექტაკლში მოწვეულ საოპერო მომღერლებთან ერთად და ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტებმა: ბადრი ადამიამ (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძემ (მადალენა), ინგა ფუტკარაძემ (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილმა(გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზიამ (მარულო), იაგო ბუხრიკიძემ (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძემ (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძემ (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძემ (პაჟი),ბელა მაჭავარიანიმა (მასხარა) მიიღეს. 

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის პრემიერა გასული წლის დეკემბერში გაიმართა, მოლოდინი მეორე წარმოდგენისა არანაკლებ დიდი იყო. სპექტაკლის დღემდე ყველა ბილეთი გაიყიდა. "რიგოლეტომ" სრული ანშლაგით ჩაიარა. 


"გუშინ ქუთაისის საოპერო თეატრში ვერდის "რიგოლეტოს" დავესწარი. (დავესწარი რაა... ფეხზე ვიდექი, გადაჭედილი იყო პარტერიც და ლოჟებიც). სასწაული დაატრიალეს ახალგაზრდა ვოკალისტებმა, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ვარსკვლავებმა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღიარებულმა სოლისტებმა და რაც მთავარია წარმოშობით ქუთაისელებმა მარიკა მაჩიტიძე (ჯილდა) და გოჩა აბულაძე(რიგოლეტო). ბრავო!
სამწუხაროდ ჩემი მუსიკალური "განსწავლულობა" არ მაძლევს იმის საშუალებას ზუსტად აღვწერო რა მოხდა იქ, მაგრამ რაღაც სასწაული რომ მოხდა მივხვდი.
ბრავო გოჩა და მარიკა! "- წერს სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე. 

"მადლობა ვერდის ოპერა "რიგოლეტოს" ყველა მონაწილეს, გუნდს, ორკესტრს, ქორეოგრაფიულ დასს, სოლისტებს, დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილს, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძეს, ქორმაისტერს ნათია გოგუაძეს და განსაკუთრებით ქუთაისის მკვიდრს, გოჩა აბულაძეს სპექტაკლის წარმატებისთვის" - წერს მედეა კობახიძე.

















განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ბარიტონ გოჩა აბულაძის დედის შეფასება. "8 წელი ველოდი ამ დღეს,როცა ჩემი გოჩა-,,რიგოლეტო",თავის საყვარელ ქუთაისში, მის თანაქალაქელებს უმღერებდა"- ამბობს ნაირა არაბიძე და სპექტაკლზე მისულ მაყურებელს მადლობას უხდის. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში (
12:36 / 20.07.2018
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ("კინოთეატრი სულიკო") 
ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ვალუტა
EUR
EUR
2.8436
TRY
TRY
0.5080
USD
USD
2.4417
ამინდი
თბილისი 19 - 27 °C
img
ქუთაისი 18 - 28 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img