კულტურა
თეატრალური კვირეული ქუთაისში სლოგანით „თეატრი მოდაშია“ იწყება

17-დან 23 აპრილის ჩათვლით ქუთაისი დიდ თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს,

რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი თეატრები. თეატრალურ კვირეულს მისი მასპინძელი - ლ. მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის სპექტაკლით „რევიზორი“ (რეჟ. გიორგი სიხარულიძე), რომელიც თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის 2016 წლის გამოკითხვის რეიტინგით სამ ნომინაციის გამარჯვებულია. მესხიშვილის თეატრი უკვე რამდენიმე წელია, რაც სლოგანით „თეატრი მოდაშია“ აქტიურად ეწევა თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას ჩვენს ქალაქში.

 

კვირეულის გახსნაზე, თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება მესხიშვილის მუზეუმში დაცული თეატრალური ესკიზების, სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური აფიშების გამოფენა, რომელშიც ასახული იქნება თავად თეატრის ისტორია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, ფარნა ლაპიაშვილის, დიმიტრი თაყაიშვილის და სხვების მიერ  სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრის სპექტაკლებისთვის შესრულებული ესკიზები.

კვირეულის პროგრამა დღეების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება:

18 აპრილი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - „უსახელო ვარკსვლავი“

19 აპრილი - მოძრაობის თეატრი - „პარფიუმერი“

21 აპრილი - ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი -

„მკვდარი ქალაქები“

23 აპრილი - მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - „მეფე ლირი“

თეატრალური კვირეულის ორგანიზატორი ქალაქ ქუთაისის მერიაა, რომელმაც გასულ წლებში უკვე გაუკეთა ორგანიზება მსგავს კვირეულებს, კერძოდ, 2013 წელს ქუთაისმა უმასპინძლა ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, ხოლო 2014 წელს  „შექსპირიადას“ - შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს.

მსგავსი ხასიათის კვირეულები ხელს უწყობს, როგორც თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას ქუთაისში, ასევე საქართველოს ქალაქებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებას. კვირეული ერთგვარად საგანმანათლებლო ხასიათის მატარებელიც იქნება, რადგან მასზე დასასწრებად ძირითადად სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მოწვეულნი.

სპექტაკლბი 19 საათზე დაიწყება.

 

 

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით
10:15 / 24.04.2018
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით
ევროპაში მოღვაწე  ბარიტონის, გოჩა აბულაძის
21:25 / 21.04.2018
ევროპაში მოღვაწე  ბარიტონის, გოჩა აბულაძის
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა
13:16 / 20.04.2018
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა "დაისი" გამართა.
ახალი ამბები
"კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი ე.წ შავ სიაში არ იმყოფება"-მერიაში ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ
22:22 / 25.04.2018
ოპოზიციის ბრალდებებს, შესაძლო კორუფციული გარიგებასა და ორმაისობის სავარაუდო
ქუთაისის მერია 5 ახლადშექმნილი შტატის შესავსებად კონკურსს გამოაცხადებს
17:10 / 25.04.2018
ქუთაისის მერიაში საშტატო ცვლილებები განხორციელდა.
"მერმა სასწრაფოდ მიიღოს ზომები"-ოპოზიცია "გვირილობის" დღესასწაულის ჩაშლაზე საუბრობს
16:45 / 25.04.2018
"ქალაქის მერმა სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა ორმაისობას დაგეგმილი ღონისძიებები არ ჩაიშალოს"
"გარე განათების სანათების გადაცემა ვანისა და ხონისათვის ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად იგეგმებოდა"
16:18 / 25.04.2018
ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-7 სხდომის დღის წესრიგში ცვლილება შევიდა.
"ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს"
13:17 / 25.04.2018
"ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს"
"ქართული ოცნების" დელეგატები ქუთაისიდან
13:08 / 25.04.2018
"ქართული ოცნების" დელეგატები ქუთაისიდან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
ქუთაისში გარევაჭრობის შედეგად დაზიანებული ტროტუარები მოეწყობა
12:54 / 25.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარები, რომლებიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა
ვალუტა
EUR
EUR
3.0243
TRY
TRY
0.6085
USD
USD
2.4787
ამინდი
თბილისი 10 - 24 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img