წყალტუბოში სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილე

მასშტაბურად აღინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის აქ გერმანიის ქალაქ მიუნჰენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიური ორკესტრი ჩამოვიდა. უცხოელმა მუსიკოსებმა სკოლის მოსწაველეებთან და პედაგოგებთან ერთად კლასიკური მუსიკის შედევრები შეასრულეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელინმა საპატიო სტუმრებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მიუნჰენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიურ ორკესტრს, სამუსიკო სკოლის მენეჯერმა მარინა კვერნაძემ ფერწერული ტილო უსახსოვრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *