16-დან 19 ნოემბრის ჩათვლით ქუთაისში

ქართული კინოს ფორუმი ჩატარდება. ქალაქში რამდენიმე დღის მანძილზე  თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც კინოფორუმზე მოხდება, საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის “თეთრი ხიდი” დაარსების დაანონსებაა, რომელიც 2019 წლიდან, ყოველწლიურად ქუთაისში გაიმართება. ფესტივალის დაარსებს შესახებ ფორმუმზე ვიდეომიმართვას რეზო გაბრიაძე გააკეთებს.

ფოტო:kutaisi.travel

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *