კულტურა
"ჩვენ ვატარებთ ღონისძიებას, ჩვენს ღონისძიებას, რომელიც არის ქართული კინოს ფორუმი"
ქუთაისში დაანონსებული კინოფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით დავა ისევ გრძელდება. კაფე-კინო "ბრაზერსის" მეპატრონე ლევან ჭავჭანიძე ღია წერილით ქუთაისის მერს პროექტის შეჩერებას სთხოვს. ამავდროულად ის ეროვნულ კინოცენტრს მიმართავს, რადგან ფესტივალის დაარსების დაანონსება ეროვნული კინოცენტრის ღონისძიების ფარგლებშია დაგეგმილი.

"მივმართავ ფესტივალში შესაძლო მონაწილე პირებს და საქართველოს კინო ცენტრს !თქვენ თქვენი მონაწილეობით ამ ფესტივალში ამ ყველაფრის მონაწილე და ერთგვარი თანამზრახველი ხდებით ამ ქურდიბისა .. ამიტომ უარი თქვით მასში მონაწილეიბაზე და დადექით კანონიერების სხვისი უფლებების დაცვის სადარაჯოზე."- აცხადებს ლევან ჭავჭანიძე.

რადიო "ძველი ქალაქი" ეროვნული კინოცენტრის რეგიონული დეპარტამენტის უფროსს კოტე ჩლაიძეს ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, კინოცენტრი ზოგადად ფესტივალის ჩატარების იდეას მიესალმება, რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მბობს: "ჩვენი პოზიცია ისაა, რომ კარგია კინოფესტივალს თუ ვინმე ჩაატარებს. ვინ ჩაატარებს და როგორ გადაწყდება მათ შორის დავა არ ვიცი. იქნებ შეთანხმდნენ და ერთად ჩაატარონ. "- ამბობს კოტე ჩლაიძე.

მისივე თქმით, კინოცენტრი მხოლოდ ქართული კინოს ფორუმის ორგანიზატორია, ფესტივალის ჩატარების იდეა, ფესტივალის მხარდამჭერთან ურთიერთობის დროს გაჩნდა.

"ჩვენ ვატარებთ ღონისძიებას, ჩვენს ღონისძიებას, რომელიც არის ქართული კინოს ფორუმი. ჩვენ ვკითხავთ მერიას კიდევ აპირებენ თუ არა ფესტივალის გამართვის დაანონსებას. ჩვენ არ ვაანონსებდით ამ პროექტს. რადგანაც ქუთაისის მერია არის ჩვენი მხარდამჭერი, რისთვისაც მადლობა მათ, გაჩნდა იდეა, რომ ბარემ დაანონსებულიყო მოკლემტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ვინ და როგორ ატარებს არ ვიცით. ახლა შეიძლება მერიამ შეცვალოს და აღარ დააანონსოს. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის."- აცხადებს კოტე ჩლაიძე.

კინოცენტრში ამბობენ, რომ თუ ფესტივალის ჩატარება გადაწყდება, ვინც არ უნდა იყოს ორგანიზატორი მხარს მაქსიმალურად დაუჭერენ.

16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახანს დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.


წელს ქართული კინო 110 წლის იუბილეს აღნიშნავს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის
23:37 / 24.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის
ორგანიზებით
13:55 / 19.05.2019
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ორგანიზებით
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
13:32 / 16.05.2019
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ფესტივალი
17:49 / 14.05.2019
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" ტრადიციულად მესხიშვილის
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
14:01 / 13.05.2019
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 12 - 27 °C
img
ქუთაისი 13 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019
ზედამხედველობის სამსახურმა კაფე "სავანეს" მეპატრონეები 3 000 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბულვარში არსებული
16:58 / 30.04.2019