კულტურა
"მინდა, ამ ქალაქს ჩემი გამოცდილება ვაჩუქო"
"კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტისა და 8 მარტს დაგეგმილი კონცერტის შესახებ განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. ოქიტაშვილმა ბრიფინგი "მედიარუმში" მოაწყო. როგორც "კულტურის პალატის" თავმჯდომარე ამბობს, სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სპექტაკლი დადგა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს სხდომაზე სპექტაკლი დადგა და მოსახლეობას განუცხადა, რომ ოქიტაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მინდა, შუშანია ტყუილში ვამხილო. ის არის არასწორი. ეს ქარხანა აუქციონზე სამი წლის განმავლობაში 24-ჯერ იქნა გატანილი. არ გამოჩნდა მყიდველი. ხელშეკრულებაში წერია, რომ ქარხანა 2 წლით უსასყიდლოდ გადმოგვეცემა მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩვენ იქ უნდა ჩავატაროთ კონცერტები. მიმდებარე ტერიტორია ჭაობად იყო ქცეული, მოვაწესრიგეთ გავასუფთავეთ, ვგეგმავთ გზის მოწყობასაც,"-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

8 მარტს კონცერტს ქუთაისის რეზიდენტი ორი დიჯეი გახსნის. კონცერტზე სტეფანე და გერმანიიდან მოწვეული დიჯეი გამოვლენ. როგორც ოქიტაშვილი ამბობს, ქუთაისელ ახალგაზრდებს მათი მოსმენის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

"ღონისძიებას ქუთაისის რეზიდენტი ორი დიჯეი გახსნის, ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ და ხელშეკრულებაში ყველას ვუდებ, რომ ქუთაისელმა უნდა დაიწყოს და დახუროს ღონისძიება. მინდა, ამ ქალაქს ჩემი გამოცდილება ვაჩუქო. მხოლოდ თბილისი და ბათუმი არ არის საქართველო,"-ამბობს ოქიტაშვილი.

რაც შეეხება შენობის მდგრადობას, ოქიტაშვილის განმარტებით, შენობა ყოველი კონცერტის წინ მოწმდებოდა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის
14:53 / 24.04.2019
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის
25 თვითნასწავლი ხელოვანი ქალის ნამუშევრები
16:36 / 22.04.2019
25 თვითნასწავლი ხელოვანი ქალის ნამუშევრები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გურამ დოჩანაშვილს
უმასპინძლებს. მწერალთან შეხვედრა
11:48 / 22.04.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გურამ დოჩანაშვილს უმასპინძლებს. მწერალთან შეხვედრა
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 16 °C
img
ქუთაისი 5 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019