,, წინა წლებთან შედარებით მუზეუმებსა და გალერეებში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა"- ირაკლი შენგელია
"2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით ქუთაისში კულტურული ტურიზმის მიმართულებით ინტერესი გაზრდილია. ამის დასტურია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც წინა წლებთან შედარებით მუზეუმებსა და გალერეებში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა." -  ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ავრცელებს.

შენგელია 2018-2019 წლეების მუზეუმებსა და გალერეებში ვიზიტორების სტატისტიკას აქვეყნებს. ირკვევა, რომ 2018 წლის იანვარი - დეკემბრის მონაცემებით ვიზიტორთა საერთო რაოდენობა ჯამურად 10 550 შეადგინდა, ხოლო 2019 წლის იანვარი - ივლისის განმავლობაში აღნიშნული მონაცემი უკვე 12 106-ს შეადგენს. 

სტატისტიკის მიხედვით დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას 2019 წლის იანვარი-ივლისისი პერიოდში 3 334 ვიზიტორი ჰყავდა. ამავე გალერეას 2018 წლის იანვარი - დეკემბრის შუალედში 2393 პირი სტუმრობდა. დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს უკვე წელს 3500 დამთვალიერებელი ჰყავდა. ჯამში იგივე რაოდენობა მუზეუმს გასულ წელს მთელი წლის განმავლობაში უფიქსირდება. ასევე აღსანიშნავია რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლი "ჯარისკაცის მამა", რომელსაც წელს უკვე 1332 ტურისტი ეწვია, ხოლო გასულ წელს სტუმართა რაოდენობა 650 შეადგენდა.

"ჩვენი ქალაქის გავითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ტურიზმს უკავია. ამ სფეროში ნებისმიერი პოზიტიიური ძვრები, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან. ტურიზმის ცენტრის როლი ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია "უმასპონძლე საქართვლო". ასევე ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზეც უნდა ითქვას, რომ საჭირო და პოზიტიური სვლა იყო. რა თქმა უნდა, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რესურსი არის ასთვისებელი, მეტი განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებია გადასადგამი და მჯერა, რომ ამ მიმართულებით წინ კიდევ უფრო ბევრ ხელშესახებ შედეგებს მივიღებთ." - ამბობს ირაკლი შენგელია.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროექტის,
10:27 / 04.08.2020
პროექტის, "ლექსი კედელზე" ფარგლებში, ქუთაისის 37- ე სკოლის კედელზე მე-20 საუკუნის
საქართველოს თეატრალური საზოგადოების მთავარი პრიზი წლის
12:05 / 03.08.2020
საქართველოს თეატრალური საზოგადოების მთავარი პრიზი წლის
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების შესახებ კომენტარი
სამუშაოების შემსრულებელი
16:05 / 24.07.2020
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების შესახებ კომენტარი სამუშაოების შემსრულებელი
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნება. მერიის
ინფორმაციით,
13:26 / 24.07.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნება. მერიის ინფორმაციით,
თბილისში გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი
გაიხსნა.
13:15 / 23.07.2020
თბილისში გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 20 - 27 °C
img
თელავი 18 - 24 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ