კულტურა
“ნიკალას მიმალვა”- ქუთაისში გამოფენა გაიმართება
"ნიკალას მიმალვა"- ქუთაისში გამოფენა გაიმართება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაიით, "ნიკალას მიმალვა" დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექციის ინოვაციური წაკითხვა - პროექტია, რომელიც გულისხმობს ქუთაისში გამოფენის გამართვას გულისხმობს. 

,,პროექტი "ნიკალას მიმალვა" ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც განსხვავებული იქნება ტრადიციული საგამოფენო საქმიანობისგან და მოიაზრებს ახალი, ინოვაციური მიდგომების გამოყენებას გალერეაში დაცულ ექსპონატებთან და ზოგადად კოლექციასთან მიმართებაში.

პროექტის ინოვაციურობა სათაურიდანაც თვალნათელია, რომელიც გულისხმობს გალერეაში დაცული მთავარი ექსპონატის - ფიროსმანის ტილოს ერთვარ "მიმალვას", რაც გამოიხატება საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში მხატვრის "სტუმრობით". როგორც მოგეხსენებათ, ფიროსმანის ნამუშევრები ამჟამად ვან გოგის ფონდშია გამოფენილი.

გამოფენის ფაქტიურ ინვეტნარს წარმოადგენს არა მხოლოდ საცავებში დაცული კოლექცია, არამედ თვით საცავიც, თავისი აქსესუარებით, დოკუმენტაციით და ტექნიკით. გამოფენის მომზადების პერიოდში გალერეა და საცავი შემოქმედებით ლაბორატორიად გადაიქცევა, სადაც ახალი, მოულოდნელი ურთიერთდამოკიდებულებები და შინაარსის განხსვავებული კლასიფიკაცია კოლექციასა და გალერეასაც ახალი სიცოხცლეს შთაბერავს.

გამოფენის მიზანია ექპერიმენტული და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში დაცული კოლექციის ახლებური გააზრება და მათი თანამედროვე პერსპექტივიდან შეფასება, ასევე სახელოვნებო სივრცეებში ინტერაქციების შესაძლებლობების და პერსპექტივების გაჩენა."-  წერია ღონისძიების აღწერაში. 

,,ნიკლას მიმალვა"  19 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაისხნება და გამოფენის დათვალიერება  25 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.


პროექტი დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-ს მიერ კონკურსის "ხელოვნებაში ექსპერიმენტული ინოვაციური პროექტების ხელშეწყობის" ფარგლებში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანში ,,გალაკტიონობის
12:11 / 14.11.2019
ვანში ,,გალაკტიონობის" აღსანიშნავად ემზადებიან. ღონისძიება ტრადიციულად
ირანელი ქართველი ჰელენ იოსელიანი ქუთაისში, აკაკი წერეთლის
სახელწმიფო
16:52 / 13.11.2019
ირანელი ქართველი ჰელენ იოსელიანი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელწმიფო
ირანული კულტურის დღეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
11:31 / 13.11.2019
ირანული კულტურის დღეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ქუთაისში ირანის კულტურის დღეებს აღნიშნავენ. ღონისძიებები აკაკი
წერეთლის სახელმწიფო
20:53 / 12.11.2019
ქუთაისში ირანის კულტურის დღეებს აღნიშნავენ. ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო
ფოტოკონკურსში
17:39 / 12.11.2019
ფოტოკონკურსში "ილო" ნამუშევრების მიღება დასრულდა.
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 13 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019