ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა 2020 წლის მაისში იგეგმება
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა 2020 წლის მაისში იგეგმება. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქს" ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა განუცხადა.

,,დამთავრდა უკვე არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით გაკეთდა. 19 მილიონი ლარი დაჯდა. მაისისში  ალბათ გაიხსნება. ახლა მიმდინარეობს ექსპონატების დალაგება მუზეუმში.  ეს იქნება საქართველოში პირველი არქეოლოგიური მუზეუმი და ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი იქნება." - განაცხადა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა

2019 წელს დასრულდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა. მოეწყო ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. მუზეუმის მშენებლობის პარალელურად, რეაბილიტირდა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზა და მის გასწვრივ არსებული ღობეები.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
11:38 / 28.10.2020
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
12:41 / 23.10.2020
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
11:24 / 23.10.2020
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 21 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 18 - 25 °C
img
სოხუმი 16 - 26 °C
img
ფოთი 19 - 26 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 4 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 29 °C
img
ბორჯომი 6 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები