,,იმსახურებს ქუთაისი, რომ მას ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურის მქონე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრები" - ნანა დოლიძე
,,იმსახურებს ქუთაისი, რომ მას ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურის მქონე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრები."- განაცხადა მესხიშვილის დრამატული თეატრისა და ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაციის შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ ქუთაისში ვიზიტისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ. ის ახლადრეაბილიტირებული თოჯინების თეატრის გახსნას დაესწრო. 

მისი თქმით, ორი თეატრის რეაბილიტაციის დასაწყებად სამუშაოები მიმდინარეობს. 

,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ ორივე თეატრი სავალალო მდგომარეობაშია. ვაპირებ ამ ობიექტების უშუალოდ დათვალიერებას. იყო მოსამზადებელი სამუშაოები. ვფიქრობ, აქტიური სამუშაოები იქნება. აუცილებელი და საჭიროა მათი რეაბილიტაცია, რადგან როგორც ერთი ისე მეორე უზარმაზარი ტრადიციის მქონეა და ნამდვილად იმსახურებს ქუთაისი, რომ მას ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურის მქონე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრები. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ დაიწყოს რეაბილიტაცია წელს, ეს გარკვეულ გარემოებებთან არის დაკავშირებული."- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ. 

ქუთაისში მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია გასულ წელს დაანონსდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
11:38 / 28.10.2020
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
12:41 / 23.10.2020
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
11:24 / 23.10.2020
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 18 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 28 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 10 - 19 °C
img
მესტია 6 - 15 °C
img
ზუგდიდი 18 - 29 °C
img
ბორჯომი 8 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები