ჯანდაცვის სამინისტრომ კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად რეკომენდაციები გამოსცა. სპექტაკლების, კონცერტების

და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. ამასთან, თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად ანტრაქტის გარეშე. შიდა სივრცეში ადმინისტრაციებმა 5 მ2-ზე 1 ადამიანის დაშვება უნდა უზრუნველყონ და სივრცე ისე უნდა მონიშნონ, რომ არ მოხდეს ადამიანების კონცენტრაცია.

ამასთან, დახურულ სივრცეში სტუმრები მხოლოდ ნიღბებით დაიშვებიან. ცვლილებებია სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებებსა და მისი გამართვის მოსამზადებელ სამუშაოებში.

დახურულ სივრცეში სტუმართა დაშვება მხოლოდ ნიღბით; ღონისძიების სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს; ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე; სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზების აკრძალვა, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

ვრცლად რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.moh.gov.ge/uploads/files/Brdzaneba_01-227_Danarti_N25_Samuzeumo_Shemoqmedebii_Kulturuli.pdf

ფოტო: რადიო ძველი ქალაქი (არქივი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *