ვანის ახალ მუზეუმში კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშების დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალის ნახვა იქნება შესაძლებელი
ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა. მუზეუმი იმერეთის გუნერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი შენგელიამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დაათვალიერეს.

"მუნიციპალური განვითარების ფონდმა შენობის მშენებლობა შარშან დაასრულა. ასევე, პროექტი მოიცავდა აღჭურვის ნაწილს. პანდემიიდან გამომდინარე, სამუშაოები ცოტა ხნით შეჩერდა. შენობა მოიცავს საფონდო სივრცეს, უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიას. აქ არის როგორც სამეცნიერო, ასევე ვიზიტორებისათვის საინტერესო სივრცეები. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 15 მილიონი ლარია. ასევე, 4 მილიონი ლარის ფარგლებში მოეწყო მისასვლელი გზები. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში შიდა ტურიზმის და მომავალში სეთაშორისო ვიზიტორებსაც ვუმასპიმძლებთ,"-განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ახალ მუზეუმში მუდმივ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, წარმოდგენილი იქნება ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც "ოქრომრავალი კოლხეთის" რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროექტის,
10:27 / 04.08.2020
პროექტის, "ლექსი კედელზე" ფარგლებში, ქუთაისის 37- ე სკოლის კედელზე მე-20 საუკუნის
საქართველოს თეატრალური საზოგადოების მთავარი პრიზი წლის
12:05 / 03.08.2020
საქართველოს თეატრალური საზოგადოების მთავარი პრიზი წლის
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების შესახებ კომენტარი
სამუშაოების შემსრულებელი
16:05 / 24.07.2020
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების შესახებ კომენტარი სამუშაოების შემსრულებელი
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნება. მერიის
ინფორმაციით,
13:26 / 24.07.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნება. მერიის ინფორმაციით,
თბილისში გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი
გაიხსნა.
13:15 / 23.07.2020
თბილისში გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 20 - 27 °C
img
თელავი 18 - 24 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ