თბილისში გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით,  განახლებულია ექსპოზიციია, რაც  გულისხმობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეს.

მასში დაცულია, როგორც ბინა-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი, რომლებიც მუზეუმში დაგხვდებათ, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი თბილისში, კ. მარჯანიშვილის ქ. N4-ში მდებარეობს.  მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლებისთვის ყოველდღე 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.

დავით თაბაგარის ფოტო | თბილისის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *