გელათი კვლავ საფრთხეშია
გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემა ვერ მოგვარდა. კედლებიდან ფრესკების ნაწილები იატაკზე ცვივა. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა. კულტურის მინისტრი კი თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ გაჟღერებულ პრობლემას ასე გამოეხმაურა: "დაუკითხავად ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, იმიტომ რომ ეს აზიანებს ფრესკას, რომელიც ისედაც დაზიანებულია 2008 წელს დაწყებული ექსპერიმენტის შედეგად. საუბარია ბატონ ბარათაშვილზე, რომელიც ავიდა დაუკითხავად ხარაჩოზე. გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ყველას გთხოვთ, წინ დააყენოთ გელათის ინტერესი".

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი აცახდებენ, რომ ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა და ჩამოცვენილი ფრესკები ხარაჩოებზე თორნიკე ბარათაშვილის ასვლისა და გადაადგილების შედეგია, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება. სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. 

თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ შიდა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ფრესკების სტრუქტურის ცვლილება, შესაბამისად, გამოფხვიერებისა და ცვენის შემთხვევები არის ყოველდღიური. მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება, რომ ხარაჩოებზე გადაადგილებამ გამოიწვია აღნიშნული, არის მტკნარი სიცრუე. 

"გასული წლის ზაფხულში ხარაჩოზე ასვლით დაფიქსირდა ჩემს მიერ მდგომარეობის სირთულე. ამას მოჰყვა ერთი წლის თავზე პრობლემების ნაწილობრივ აღიარება, თორემ თავში სახელმწიფო საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ გელათში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. დღეს ყველამ იცის, რომ გელათში კატასტროფა ხდება, ამის გავრცელებაში ჩვენი როლი მნიშვნელოვანია. ამოცანა მინისტრის მხრიდან არის ის, რომ დახუროს ალტერნატიული ობიექტური ინფორმაციის წყარო, ჩვენი მონიტორინგი აკრძალოს გელათში და ერთადერთ წყაროდ დატოვოს სახელისუფლებო ვერსია,"-ამბობს ბარათაშვილი.

"თაობათა დიალოგის" წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე მიიჩნევს, რომ გელათში მძიმე მდგომარეობაა, რასაც სამინისტრო და ექსპერტები ადასტურებენ. კოხრეიძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის დადანაშაულებას თავი უნდა დაანებოს. 

"ის რომ "ევროპა ჩვენი სახლია" დადის გელათში და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რა ხდება მონასტერში, არის სრულიად ჯანსაღი პროცესი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს არის ის, რაც უნდა ვაკეთოთ სამოქალაქო სექტორმა. ვფიქრობ, რომ საზოგადოების ჩართულობა უფრო მაღალი უნდა იყოს, რადგან გელათის მონასტერი არ ეკუთვნის კულტურის სამინისტროს,"-ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.

გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა. მოეწყო დროებითი გადახურვა. შეიცვალა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები, თუმცა, პრობლემა ვერ გვარდება. 




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
15:57 / 03.12.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
15:57 / 03.12.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების
გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური
ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
19:03 / 28.11.2021
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების
გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური
ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
19:03 / 28.11.2021
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის
ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
14:02 / 26.11.2021
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 19 °C
img
ბათუმი 13 - 18 °C
img
სოხუმი 12 - 17 °C
img
ფოთი 13 - 18 °C
img
თელავი 5 - 14 °C
img
მესტია 0 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 19 °C
img
ბორჯომი 3 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს
21:22 / 07.12.2021

ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა: “ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს.
შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით''-ირაკლი კობახიძე
16:16 / 07.12.2021
,,შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც’’-
,,კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა’’-გიორგი ღიბრაძე
12:49 / 07.12.2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.

სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
17:51 / 06.12.2021

3 დეკემბერს, ქუთაისის მერიასთან  დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.