იმერეთის თეატრალური ფესტივალი 17 ივნისს დაიწყო. ფესტივალი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრმა გახსნა. წარმოდგენილი იყო სპექტაკლი “სიმართლე”, რომლის რეჟისორი გიორგი შატულაშვილია.

დღეს კი მაყურებელს საკუთარ ნამუშევარს ზესტაფონის თეატრი შესთავაზებს. 18: 00 საათზე “სამანიშვილის დედინაცვალის” ჩვენება დაიწყება. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კავილაძეა.

“თეატრალური იმერეთი” წელს 17 ივნისს დაიწყო და 1-ლ ივლისს დასრულდება.

ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპექტაკლები.

კოვიდ 19-ის გამო, წელს ფესტივალში მონაწილეობას საერთაშორისო სტუმრები ვერ შეძლებენ. 

ფესტივალი მესხიშვილის თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდება. ღონისძიებებს 250-დან 300-მდე მაყურებელი დაესწრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *