თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს მესხიშვილის

თეატრს თავისუფალი თეატრი ესტუმრება. სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული თეატრალური დასი სპექტაკლს “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი” ითამაშებს. სპექტაკლი 18:30 საათზე დაიწყება. ბილეთები თეატრის სალაროში იყიდება.

საკონკურსო სპექტაკლების ჩვენება 23 ივნისიდან გაგრძელდება. მაყურებლის წინაშე უკვე წარსდგნენ ქუთაისის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ხონის თეატრები. საკონკურსო დღეებში სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

“თეატრალური იმერეთი” 17 ივნისს დაიწყო და 1-ლ ივლისს დასრულდება.

კოვიდ 19-ის გამო, წელს ფესტივალში მონაწილეობას საერთაშორისო სტუმრები ვერ შეძლებენ. 

ფესტივალი მესხიშვილის თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდება. ღონისძიებებს 250-დან 300-მდე მაყურებელი დაესწრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *