ქუთაისის ოპერის თეატრს ბულგარელი მომღერალი ორლინ ანასტასოვი ეწვევა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა გამოჩენილი მომღერალი, საოპერო რეჟისორი, იმპრესარიო ორლინ ანასტასოვი. მისი ვიზიტისა და ინტერესის მთავარი ობიექტია ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რომელთანაც შესაძლოა აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა დაიწყოს.

ბულგარელი მომღერლის (ბანი) ორლინ ანასტასოვის დებიუტი 20 წლის ასაკში შედგა რუსეს (ბულგარეთი) ოპერის სახელმწიფო თეატრში ვერდის „აიდაში“ ეგვიპტის ფარაონის როლით. საოპერო მომღერლების ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა ანასტასოვმა იმთავითვე მიიქცია ფართო საზოგადოების ყურადღება.

1998 წელს მომღერალმა მოიპოვა ჰრისტო ბრამბოვის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია. მისი მზარდი საერთაშორისო კარიერის აღმავალობას დიდად შეუწყო ხელი 1999 წელს პლასიდო დომინგოს კონკურსში „OPERALIA”-ში გამარჯვებამ, რომლის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა 23 წლის მომღერალი. ამავე წელს შედგა ანასტასოვის დებიუტი მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დონიცეტის „სევილიელ დალაქში“ დონ ბაზილიოს როლში.  შემდგომ წლებშიც არაერთხელ წარსდგა მომღერალი ამ თეატრის მსმენელთა წინაშე.

ორლინ ანასტასოვს, რომლის რეპერტუარი უზარმაზარი და ყოვლისმომცველია, მრავალჯერ აქვს ნამღერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრებში: ლონდონის „კოვენთ გარდენში“, ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“, ვენის „შტაატსოპერაში“, პარიზის „გრანდ ოპერაში“, მადრიდის სამეფო ოპერაში, ლისაბონის „ლისეოში“, პალერმოს თეატრში „მასსიმო“, „არენა დი ვერონაში“ და ა.შ. ორლინ ანასტასოვს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს ისეთ დიდ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ და არიან კოლინ დეივისი, ლორინ მააზელი, ჟორჟ პრეტრი, მარკ ელდერი, რიკარდო შაი, დანიელ ორენი, ცნობილ რეჟისორებთან უგი დე ანასთან, პიერ ლუიჯი პიცისთან, დევიდ მაკ-ვიკარასთან.

ბოლო წლებში ორლინ ანასტასოვი საზოგადოების წინაშე არაერთხელ წარსდგა საოპერო რეჟისორის ამპლუაში - 2019 წელს საერთაშორისო საოპერო ფესტივალის „არენა სოვერატო“-სთვის ანასტასოვმა დადგა პუჩინის „ტოსკა“, ეს წარმატებული საოპერო სპექტაკლი იქცა მის სარეჟისორო დებიუტად. მას შემდეგ მოუხდა სხავადასხვა ოპერების დადგმა ისრაელში, იტალიაში, საფრანგეთში, მალტაში, იაპონიაში. ორლინ ანასტასოვი შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად წარმატებით ეწევა პედაგოგიურ და საპროდიუსერო მოღვაწეობასაც. ორლინ ანასტასოვი ქუთაისის ოპერის თეატრში 10 და 11 ნოემბერს მოისმენს 2 სპექტაკლს - ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „აბესალომ და ეთერი“ და პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებას“, რომლებსაც თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის
ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
14:02 / 26.11.2021
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის
ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
14:02 / 26.11.2021
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა
გაიზრდება.
17:52 / 24.11.2021

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება.

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა
გაიზრდება.
17:52 / 24.11.2021

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება.

ქუთაისში ფოტოკონკურსის
12:27 / 23.11.2021

ქუთაისში ფოტოკონკურსის "ილო" 2021" დაჯილდოება 2 დეკემბერს გაიმართება.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა -დაკავებულია ორი პირი
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან  კამპანიას  #FREEMISHA
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში
11:20 / 25.11.2021


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.