თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.

ფესტივალს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელმწიფო პროფესიული თეატრი გახსნის სპექტაკლით ,,ნუ გამაღვიძებ’’. ფესტივალში იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ასევე ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა ყაზახეთის აქტაუ მანგისტაუსის რეგიონალური მუსიკალური დრამატული თეატრი, რომელიც მაყურებლის წინაშე ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმათი’’ წარსდგება. თავიანთ სპექტაკლებს წარადგენენ დამოუკიდებელი თეატრებიც. წარმოდგენები როგორც ქუთაისში, ასევე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაიმართება.



ფესტივალს ქუთაისიდან ეყოლება 4 კაცისგან შემდგარი ჟიური, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი პროფესიონალებიც დაემატებიან. გამარჯვებულები თორმეტ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ჯამში, პრემიის სახით 6500 ლარი გაიცემა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ფარავს.



ჟიურის ძირითად შემადგენლობაში იქნებიან: მაკა ვასაძე (თავმჯდომარე), ლაშა ჩხარტიშვილი, ნერონ აბულაძე, ლელა ოჩიაური.

,,იმერეთშის 12-ივე მუნიციპალიტეტს ჰყავს თეატრი, რაც საქართველოს რეგიონებისთვის იშვიათობაა. იმერეთი ქართული კულტურის აკვანია, მაგრამ იმისთვის, რომ თეატრალური კულტურა შევინარჩუნოთ; იმისთვის, რომ გადავრჩეთ, გვჭირდება ამ ტიპის ფესტივალები და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. კულტურის სამინისტრომ წელს პრემიების თანხით დაგვაფინანსა. ამ ფესტივალის მიზანი ჩვენი თეატრების და ჩვენი ტრადიციის შენარჩუნებაა და სასიხარულოა, რომ ფესტივალი ცოცხლობს,’’-ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი ლევან როხვაძე.



ფესტივალის დახურვა 1 ივლისს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ჟურნალ ,,თეატრალური ქუთაისის’’ პრეზენტაცია.



თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ წელს მეცამეტედ იმართება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
22 ნომებერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე,
მაყურებლის წინაშე ყაზახეთის აქტაუ მანგისტაუსის რეგიონალური
მუსიკალური დრამატული თეატრი წარდგა.
11:44 / 23.06.2022
22 ნომებერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, მაყურებლის წინაშე ყაზახეთის აქტაუ მანგისტაუსის რეგიონალური მუსიკალური დრამატული თეატრი წარდგა.
ქალთა ფონდ ,,სოხუმის’’ ორგანიზებით, ქუთაისში სოხუმური გამოფენა
გაიმართა.
13:30 / 20.06.2022
ქალთა ფონდ ,,სოხუმის’’ ორგანიზებით, ქუთაისში სოხუმური გამოფენა გაიმართა.
თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი
23:08 / 16.06.2022
თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გახსნა სპექტაკლით ,,ნუ გააღვიძებ".
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში არაერთი
აქტივობა მიმდინარეობს.
12:14 / 01.06.2022
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში არაერთი აქტივობა მიმდინარეობს.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
,,იმ ქვეყნების სიაში, სადაც "მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს’’-მაია ზალდატანიშვილი
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
  ,,უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ხელოვნურად ვართ მოწყვეტილები’’-გიგი გიგიაძე
17:29 / 29.06.2022
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
ქუთაისის მერიამ 10 ახალი მიკროავტობუსი წარადგინა
16:20 / 29.06.2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
15:39 / 29.06.2022

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.

,,ქუთაისის მერიის თანამშრომლებს დავალებული აქვთ ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება’’-გიგა შუშანია
11:52 / 29.06.2022
,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს.
ამინდი
თბილისი 19 - 29 °C
img
ქუთაისი 19 - 27 °C
img
ბათუმი 20 - 24 °C
img
სოხუმი 18 - 26 °C
img
ფოთი 21 - 24 °C
img
თელავი 18 - 27 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 19 - 28 °C
img
ბორჯომი 17 - 28 °C
img