თეატრალური ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი” დახურვის ღონისძიება დღეს გაიმართა.

ჟიურმა გრანპრი ტყიბულის თეატრს მიანიჭა, სპექტაკლისთვის ,,ქალაქი”, რომელიც გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორი ქეთევან სამხარაძეა.

,,სიმართლე გითხრათ, არანაირ პრიზს არ ველოდით, უბრალოდ, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ვერც ვიაზრებ რა მოხდა, ემოციებიც არ მაქვს. მადლობა მსახიობებს თავდაუზოგავი შრომისთვის,”-ამბობს გამარჯვებული სპექტაკლის რეჟისორი, ქეთევან სამხარაძე.

სხვა ნომინაციებში პრიზები ასე გადანაწილდა:

ფესტივალის აღმოჩენა – ნინო ჭახნაკია

საუკეთესო ახალგზარდა ქალი მსახიობი – თამარ ლომსიანიძე, ბაღდათის სახალხო თეატრი

საუკეთესო ახალგზარდა მსახიობი კაცი -გუდუნა სახამბერიძე

ქალის ეპიზოდური როლი – ეთერ დევაძე

კაცის ეპიზოდური როლი – მიხო ჭელიშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი

საუკეთესო ქალი მსახიობი – ირინა ჩხეიძე

ჟიურის სპეციალური პრიზი – მოქალაქეობრივი პოზიციის საუკეთესო წარმოჩენისთვის – ხონის სახალხო თეატრი

ახალგაზრდა ჟიურის პრიზი – ზაზა იოსებაშვილი.

საუკეთესო რეჟისურა – ,,ანტიგონე”, ვანის თეატრი.

,,საუკეთესო ქალი მსახიობის როლი მესამედ მოვიპოვე, რაც ნამდვილად, სასიხარულო და სტიმულის მომცემია. მიყვარს ეს ფესტივალი და ყოველწლიურად, მოუთმენლად ველოდები. მიხარია, რომ ქუთაისში ასეთი ფესტივალი ტარდება,”-ამბობს ქალის საუკეთესო როლის პრიზის მფლობელი, ირინა ჩხეიძე.

დახურვის ცერემონიაზე ასევე გაიმართა ჟურნალ ,,თეატრალური ქუთაისის” პრეზენტაცია.

თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი” 16 ივნისს დაიწყო და დღეს, 1-ელ ივლისს დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *