გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, ვიდრე გლობალური კატასტროფა მოხდება, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას.
" მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თუ გული გაქვთ
საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები",-
მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.
მისი თქმით, პორტები მომდევნო 60 დღის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები, კანადა და შვეიცარია რუსეთის მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები არიან დაწესებული სანქციების რაოდენობის მიხედვით, რამაც ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების გლობალური ზრდა გამოიწვია.
CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ასახავს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
მასალის გამოყენების პირობები