უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 324-მდე გაიზარდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 592-ზე
მეტი არასრულწლოვანი.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 307, ხარკოვის
ოლქში - 175, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის
ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 48, ზაპოროჟიეს
ოლქში - 30, სუმის ოლქში - 17.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების
მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 052 სასწავლო დაწესებულება,
საიდანაც 210 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი
მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის
დადგენა გართულებულია.
ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები