უკრაინელი ექიმი, რომელიც 3 თვის განმავლობაში, ქალაქ მარიუპოლში ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდა, ტყვეობის პერიოდს იხსენებს.

ის მესაზღვრეებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებაში ადანაშაულებს.

53 წლის იულია პაიევსკამ, რომელიც უკრაინაში საყოველთაოდ ცნობილია თავისი მეტსახელით ტაირა, თქვა, რომ ძალადობა მაშინვე დაიწყო, რაც ის 16 მარტს მარიუპოლის მახლობლად საგუშაგოზე ამოიცნეს და მძღოლთან ერთად დააკავეს.

,,ხუთი დღის განმავლობაში მე არ მქონდა საჭმელი და პრაქტიკულად არ ვსვამდი”, – ამბობს იულია პაიევსკა.

მისი თქმით, შეურაცხყოფა, მათ შორის ცემა, სამი თვის განმავლობაში ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.

“გამუდმებით გეუბნებოდნენ, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი. [მითხრეს] უმჯობესია მკვადრი იყო, ვიდრე ვნახოთ რა მოხდება შემდეგ”, – ამბობს ის.

ასევე იულიასთქმით, გაიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც ლითონის სათავსო იყო ლეიბის გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *