რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ანექსიას.

რუსული სახელმწიფო მედია Tass იუწყება, რომ დოკუმენტები უკვე გამოქვეყნდა.

,,ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები, როგორც ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც „არსებობდა რუსეთის ფედერაციაში მათი ფორმირებისა და მიღების დღეს“. ახალი რეგიონების ხელმძღვანელების არჩევამდე, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ უხელმძღვანელებენ პუტინის მიერ დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებელი”, – წერია დოკუმენტში.

30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ. მან თქვა, რომ რუსეთს “ოთხი ახალი რეგიონი აქვს”. ის ამტკიცებს, რომ ეს ხალხის არჩევანია, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმებზე გამოვლინდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *