კომპანია „უკრენერგო“ რუსეთის მიერ 10 ოქტომბერს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო მოქალაქეებს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ აფრთხილებს.

“უკრენერგოს” შეფასებით, სარაკეტო თავდასხმა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

კომპანიის თანახმად, ამჟამად იყენებენ კვების სარეზერვო სქემებს და დაზიანებებს არემონტებენ.

რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *