“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი

ქუთაისში გიგი წერეთელი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განცახდა, რომ პარლამენტი ქუთისში დარჩება. კობა ნარჩემაშვილის ამ განცდაებას გიგი წერეთელმა უბრალო საარჩევნო ტაქტიკა უწოდა. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების უფლებამოსილ ლიდერებს მიმართავს გააკეთონ განცხადება, რომელიც ქუთაისში სამთავრობო კანდიდატის პირობას – პარლამენტის აქ დარჩენის შესახებ, დაადასტურებს.
“”ქართული ოცნება” არჩევნების მეორე დღესვე, შედეგების გამოქვეყნების პირველივე საათებში აცხადებდა, რომ პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანდა, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტი სავარაუდოდ ქუთაისში დარჩება.
ჩემი აზრით, ეს უბრალო საარჩევნო ტაქტიკაა, რადგან ჩვენი მთავარი გზავნილია საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისი იყოს და პარლამენტი ქუთაისში დარჩეს. სწორედ ამ იდეას დაუჭირა მხარი ათასობით ამომრჩეველმა და დიდი მადლობა მათ!
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და “ქართული ოცნების” უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება და ჩავთვლით, რომ ამ მოკლე პერიოდში ოპოზიციამ დიდი საქმე გააკეთა და წარმატებას მიაღწია.
ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დატოვება!”- განაცხადა გუშინ გიგი წერეთელმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *