პოლიტიკა
ქუთაისის მერობის კანდიდატების წინასწარი შედეგები ცესკო-ს მონაცემებით
თამარ ჟვანიამ მედიას 03:30 საათის მდგომარეობით არსებული წინასწარი შედეგები წარუდგინა.

"მინდა გაგაცნოთ ხმის დათვლის ის წინასწარი შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. როგორც მოგეხსენებათ, ხმები ითვლება საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც დგება შემაჯამებელი ოქმები, შემდეგ ისინი იგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც თავის მხრივ ამ მონაცემებს ტვირთავენ ელექტრონულ სისტემაში, საიდანაც დაუყოვნებლივ მოგვეწოდება ოქმები და იტვირთება ვებგვერდზე.  რა თქმა უნდა წინასწარი შედეგები მუშავდება ჩვენი ოპერატორების მიერ; მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია უბნების გარკვეული რაოდენობა, ჯერ-ჯერობით არ არის სრული სურათი, როგორც მოგეხსენებათ სამი საარჩევნო ბიულეტენია თითოეულ უბანზე და დათვლის პროცესს სჭირდება გარკვეული დრო. აქვე აღვნიშნავ, რომ შემოსული ოქმები, რომლებიც ამ შედეგებს ასახავს, როგორც კი შემოვიდა ცესკოში, დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებგვერდზე და თითოეული ოქმის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.

შედეგები დათვლილია მხოლოდ გარკვეული უბნების მიხედვით, ცხადია მონაცემები შეიცვლება და აუცილებლად განახლდება ჩვენს მიერ. რაც შეეხება მერის არჩევნების ნაწილს, რომელიც ტარდება არამხოლოდ თვითმმართველი ქალაქის, არამედ თვითმმართველი თემის არჩევნებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში გავუშვებთ წინასწარ მონაცემებს დანარჩენი მუნიციპალიტეტების მიხედვით, რაც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უახლოეს საათებში იქნება მონაცემები ხელმისაწვდომი როგორც არჩევნების საერთო, პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში. ცესკო განაგრძობს შემოსული ოქმების ატვირთვას ვებ-გვერდზე და წინასწარი შედეგების განახლებას" - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

ქუთაისში შედეგები ასეთია :


დავით გოგისვანიძე - 9,04%

გიორგი წულაია -7,16%

გრიგოლ ვაშაძე - 27,16%

გრიგოლ ბახტაძე -3,36%

სამსონი გუგავა -2,04%

ალუდა გოგლიჩიძე -1,05%

ზვიადი ბაღდავაძე -1,57%

გიორგი ჭიღვარია -48,62%
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობა დეპუტატმა ლაშა გვენეტაძემ
შეაფასა.
23:40 / 18.11.2017
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობა დეპუტატმა ლაშა გვენეტაძემ შეაფასა.
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა.
23:00 / 18.11.2017
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა.
საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ ქუთაისში უხარისხოდ შესრულებული და
შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების არსებობა გააპროტესტა.
17:26 / 17.11.2017
საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ ქუთაისში უხარისხოდ შესრულებული და შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების არსებობა გააპროტესტა.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ამირან ძოწენიძე თემურ ცამციშვილის
სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.
16:45 / 17.11.2017
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ამირან ძოწენიძე თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.
ახალი ამბები
"ძველი საკრებულოს მიერ დაწყებული პროექტების გაგრძელებაა საჭირო"- ლაშა გვენეტაძე
23:40 / 18.11.2017
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობა დეპუტატმა ლაშა გვენეტაძემ შეაფასა.
დეპუტატებმა მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეაფასეს
23:00 / 18.11.2017
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა.
"პირობები დაირღვა და კომპანიას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ"-შეჩერებული სამუშაოები საბავშვო ბაღში
17:26 / 17.11.2017
საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ ქუთაისში უხარისხოდ შესრულებული და შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების არსებობა გააპროტესტა.
„ციფრებს სიზუსტე უყვართ, არ შეიძლება, ერთ დოკუმენტში 220 კმ-ს ედავებოდე ადამიანს, მეორეში- 231-ს“(ვიდეო)
16:45 / 17.11.2017
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ამირან ძოწენიძე თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.
დავით დვალი:მიღებული გადაწყვეტილებები სწორი და ბიუჯეტისათვის საჭიროა
16:07 / 17.11.2017
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა შეაჯამა
"კარგად შენახულ მკვდარს ვინახავთ"- ძოწენიძემ საკალათბურთო გუნდის  დაფინანსება გააპროტესტა
15:42 / 17.11.2017
საკალათბურთო გუნდ "ქუთაისი 2010"-ის დაფინანსება 60 000 ლარით გაიზარდა. გადაწყვეტილება საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიიღეს.
"იჯარაში საკმაოდ დიდ თანხებს ვიხდიდით"- 590 000 ლარი "სპეციალურ სერვისებს"
15:13 / 17.11.2017
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" დაფინანსება 590 000 ლარით გაიზარდა.
ვალუტა
EUR
EUR
3.2176
TRY
TRY
0.7014
USD
USD
2.7268
ამინდი
თბილისი 7 - 15 °C
img
ქუთაისი 11 - 21 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img