პოლიტიკა
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 3 საჩივარი შევიდა
"სამართლიანმა არჩევნებმა" ქუთაისში #76-ე უბანზე დარღვევა დააფისირა. როგორც ორგანიზაციის იმერეთის ოფისში განმარტავენ, გადასატანი ყუთის სიაში იმ პიროვნების მონაცემების მაგივრად ვისას ყუთი ესაჭიროებოდა, შეტანილი იყო მისი ოჯახის სხვა წევრის მონაცემები. იზოლდა ყურშვილის ნაცვლად, სიაში მისი შვილი თეონა ყურაშვილი ეწერა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჭეიშვილი განმარტავს, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია, თუმცა ხმის მიცემის უფლება ამომრჩევლებმა დაკარგეს.


ქუთაისის N124-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით რეგისტრატორად მყოფი პირის მიერ ხელმოწერილი ბიულეტენები გაბათილდება. დარღვევა უბანზე "სამართლიანმა არჩევნებმა დააფიქსირა"

როგორც გაირკვა, მანანა გიორგაძემ, რომელიც მისივე პარტიამ აღნიშნული უბნის კომისიის შემადგენლობიდან გამოიწვია, კენჭისყრისწინა პროცედურებშიც მიიღო მონაწილეობა და უშუალოდ კენჭისყრაშიც. კერძოდ, მან, როგორც რეგისტრატორმა უბანზე ყოფნის 40 წუთის განმავლობაში რამდენიმე ამომრჩეველი მიიღო. შესაბამისად, მისი ხელმოწერით საარჩევნო ყუთში ბიულეტენები მოხვდა.

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ეს კანონდარღვევაა, რის გამოც, აღნიშნული ბიულეტენები გაბათლდება, კომისიის თავმჯდომარე კი შენიშვნას მიიღებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბერს გაიწვია თავისი კომისიის წევრები და რა თქმა უნდა, ჩვენც ამოვიღეთ პროგრამიდან სიები. როგორც ჩანს, ამის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია არც ქალბატონ მანანა გიორგაძეს და არც უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც დროულად არ გადაამოწმა ეს ინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ამის გამო ამომრჩეველი დაზარალდა", - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.



ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 3 საჩივარი შევიდა. ცესკოს ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 20:00 საათის მდგომარეობით ჯამში 25 საჩივარი შევიდა, რომლებიც ძირითადად მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებს შეეხება.


წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 109 119-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 33.24%-ია. რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, ექვსივე საარჩევნო ოლქში, წინასწარი მონაცემებით, 50.28% ქალმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 49.72% - კაცმა. 



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის
მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
15:57 / 20.03.2019
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები
ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
13:44 / 20.03.2019
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების
შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
13:29 / 20.03.2019
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 11 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
ქუთაისელი მოსწავლის ნახატი მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის, 10 წლის თამარ ნოზაძის
18:15 / 28.02.2019