პოლიტიკა
როგორია მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა.ცვლილებების შედეგად ასევე რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს.  საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. აღნიშნული სამსახური პრემიერს დაექვემდებარება.


ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.


ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.


საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება.პრემიერის თქმით, სუს-ისთვის საგარეო დაზვერვის შეერთებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს წარედგინება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 2018 წლის
საპრეზიდენტო
13:51 / 23.10.2018
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 2018 წლის საპრეზიდენტო
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერიის შენობა 2019 წელს
სრულად ადაპტირდება
16:38 / 22.10.2018
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერიის შენობა 2019 წელს სრულად ადაპტირდება
12:10 / 22.10.2018
"КГБ" - წარწერა ზესტაფონში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო
ახალი ამბები
“ქუთაისში უნდა ყოფილიყო  უზენაესი სასამართლო“ - თემურ შაშიაშვილი
16:43 / 23.10.2018
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული
13:51 / 23.10.2018
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 2018 წლის საპრეზიდენტო
"ქუთაისის მერიის შენობა 2019 წელს სრულად ადაპტირდება"
16:38 / 22.10.2018
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერიის შენობა 2019 წელს სრულად ადაპტირდება
"წაგებული აქვთ ეს არჩევნები და იმიტომ აფუჭებენ პოსტერებს"
12:10 / 22.10.2018
"КГБ" - წარწერა ზესტაფონში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო
საარჩევნო ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შეიყვანეს
17:01 / 19.10.2018
"ძალა ერთობაშიას" ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის
ქუთაისის მერი: თვის ბოლოს თეთრი ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
"თავისუფალი თეატრი" ქუთაისში "კომედიანტებს" უჩვენებს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
ვალუტა
EUR
EUR
3.1063
TRY
TRY
0.4671
USD
USD
2.7082
ამინდი
თბილისი 12 - 20 °C
img
ქუთაისი 16 - 24 °C
img
ბათუმი 19 - 25 °C
img