პოლიტიკა
საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შეიქმნება
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში" ცვლილებები ხორციელდება, რომლებიც პარლამენტის წევრებმა - გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი.

"კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, თავიდან იქნეს აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი, იმით რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს შორის და თავმჯდომარის არყოფნა არ შეაფერხებს ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას მოახდენს.


ქუთაისის საკრებულოში სულ 2 ფრაქციაა  "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". კანონში ცვლილებების შემდეგ ანაზღაურებას მხოლოდ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე მიიღებს, რადგან ფრაქცია  "ნაციონალურ მოძრაობაში" 5 წევრი არ არის.  

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის
მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
15:57 / 20.03.2019
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები
ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
13:44 / 20.03.2019
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების
შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
13:29 / 20.03.2019
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 2 - 9 °C
img
ბათუმი 5 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
"სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ნიჭიერ ბავშვებს პერსპექტივა არ ექნება"
გადაცემაში "მთელი დღე" მაია სურმავასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში გაგა ყუფარაძე.
17:01 / 21.02.2019