პოლიტიკა
წყალტუბოს მერმა მოადგილეები წარადგინა
წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოადგილეები წარადგინა. პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე გახდა.
ზურაბ მაისურაძე დაიბადა 1965 წლის 4 დეკემბერს. დაამთავრა წყალტუბოს მე-2 საშუალო სკოლა.
სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტში, სპეციალობით - ინჟინერ-მექანიკოსი.
1987-2000 წლებში მუშაობდა წყალტუბოს პურკომბინატში სხვადასხვა პოზიციებზე.
2011 წლიდან, 2017 წლის 20 ნოემბრამდე იყო შპს "დიაპლასტის" დირექტორი.
2017 წლის ადგილობრვით თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიით არჩეულია საკრებულოს წევრად.
20 ნოემბრიდან, 30 ნოემბრის ჩათვლით იყო საკრებულოს წევრი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


მერის მეორე მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი გახდა. მას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის პოსტი 2006 წლიდან ეკავა. მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან კი დაინიშნა მერის მოადგილის თანამდებობაზე.

დადუნაშვილი დაიბადა 1979 წლის 5 ოქტომბერს, დაამთავრა წყალტუბოს მრავალპროფილიანი ლიცეუმი,1997 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე. 2005-2006 წლებში მუშაობდა ს.ს. საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში ტექნიკოს-ინჟინერის თანამდებობაზე. 2006 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე მუშაობდა გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოპოზიციონერმა პარტიებმა ქუთაისის მერი ხიდის რეაბილიტაციის გამო
კვლავ გააკრიტიკეს.
14:35 / 21.01.2019
ოპოზიციონერმა პარტიებმა ქუთაისის მერი ხიდის რეაბილიტაციის გამო კვლავ გააკრიტიკეს.
ქუთაისის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს
პასუხობს.
14:16 / 21.01.2019
ქუთაისის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 13 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019