პოლიტიკა
"საკრებულოს რიგგარეშე სხდომების რაოდენობას შევამცირებთ"
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"კვლევის შედეგებს ეხმაურება.

კვლევის მიხედვით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოში 71 სხდომა ჩატარდა, აქედან რიგგარეშე იყო 35 სხდომა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უნდა შემცირდეს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა და მასზე განსახილველი საკითხების რიცხვიც.

ნიკა ლატარიას თქმით, რიგგარეშე სხდომები ხშირად აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა მომავალში მათი რაოდენობის შემცირებაა დაგეგმილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეკომენდაციას აუცილებლად გავითვალისწინებთ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომების რაოდენობას შევამცირებთ. სწორედ ამ მიზნისთვის მიმდინარეობს ცვლილებები მერიაშიც და საკრებულოშიც. რიგგარეშე სხდომები აუცილებელიც არის ხოლმე და ეს ბუნებრივია. არც ერთი რიგგარეშე სხდომა უმიზეზოდ არ იყო მოწვეული. ყველაფერი მოხდა აუცილებლობიდან გამომდინარე,"-განაცხადა ლატარიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" განმარტავენ, რომ რიგგარეშე სხდომები ხელს უშლის მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობას.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ხარაგაულის მერიის ა(ა)იპებში რეორგანიზაციის პროცესის დაწყება
იგეგმება.
12:54 / 23.02.2018
ხარაგაულის მერიის ა(ა)იპებში რეორგანიზაციის პროცესის დაწყება იგეგმება.
ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა იგეგმება.
12:12 / 23.02.2018
ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა იგეგმება.
ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში
მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.
11:55 / 20.02.2018

ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.

ახალი ამბები
დაგეგმილი რეორგანიზაცია ხარაგაულის მერიის ა(ა)იპებში
12:54 / 23.02.2018
ხარაგაულის მერიის ა(ა)იპებში რეორგანიზაციის პროცესის დაწყება იგეგმება.
ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა იგეგმება
12:12 / 23.02.2018
ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა იგეგმება.
ქუთაისში, ერთ-ერთ სკვერში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს
11:55 / 20.02.2018

ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების არასრულად შევსებული დეკლარაციები
11:54 / 19.02.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ზესტაფონში
ვალუტა
EUR
EUR
3.0375
TRY
TRY
0.6517
USD
USD
2.4671
ამინდი
თბილისი 2 - 12 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 7 - 15 °C
img