ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ პირველი სამუშაო სხდომა ჩაატარა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა მომავალი გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს. 

“დღეს არის პირველის სხდომა, შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზე. უნდა განვსაზღვროთ, რა მოცემულობითა და რა სიხშირით შევიკრიბებით, რა იქნება საბჭოს პრიორიტეტი. 2019 წელს ჩვენ უნდა მივიდეთ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტამდე,”-განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოში არასამთავრობო სექტორი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები არიან გაერთიანებული.

“ეს არის პირველი საინფორმაციო შეხვედრა. ვიმსჯელებთ ჩვენი მიმართულებებიდან გამომდინარე. მაგალითად, “თაობათა დიალოგი” ყველა მიმართულებით ვერ იმუშავებს. ჩვენ ვიქნებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული,”-განაცხადა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” წარმომადგენელმა გვანცა თოთაძემ.

ქუთაისის გენდერული თანასწორობის  საბჭო გასულ წლებშიც ფუნქციონირებდა. როგორც განახლებული საბჭოს წევრები აცხადებენ, ისინი უკვე გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც მოსახლეობის წინაშე წინა წლებში იდგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *