პოლიტიკა
"ევროპა ჩვენი სახლია"-მ ქუთაისის მერიას თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი დაუწუნა
"ევროპა ჩვენი სახლია"-მ ქუთაისის მერიის მიერ მოწონებული თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი დაუწუნა. როგორც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, ქალაქის მერმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და საზოგადოების აზრი არ შეუსწავლია. "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლებს შენიშვნები პროექტის ხარჯვით ნაწილშიც აქვთ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ვახტანგ სიხარულიძის თქმით, ხიდი გადაადგილების საშუალებაა და მასზე ზედმეტი ქვებისა და ბარიკადების განთავსება მიუღებელია. მისივე თქმით, ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის ფონზე, მსგავსი ღირებულების პროექტის განხორციელება საზოგადოების თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

"თეთრ ხიდზე შეკეთებას საჭიროებს დაახლოებით 30 ფიცარი, რისთვისაც 50 000 ლარიც საკმარისია. აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ აჩუქა მერიას რეაბილიტაციის პროექტი და თითქოს მისი განხორციელება ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობას გაზრდის. რა კავშირშია ტურისტების რაოდენობის ზრდა ხიდის რეაბილიტაციასთან? აღნიშნული პროექტით თეთრი ხიდი ავთენტურობას დაკარგავს,"-განაცხადა ვახტანგ სიხარულიძემ.

ორგანიზაციის წევრები ქალაქის მერიას მოუწოდებენ, რომ არ მიიღონ ერთპიროვნულად გადაწყვეტილება და საკითხი კომპეტენტურმა კომისიამ შეისწავლოს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019