პოლიტიკა
"გარე განათების სანათების გადაცემა ვანისა და ხონისათვის ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად იგეგმებოდა"
ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-7 სხდომის დღის წესრიგში ცვლილება შევიდა. თავდაპირველად, ვანისა და ხონის მერიებისათვის მეორადი გარე განათების სანათების გადაცემა იგეგმებოდა, თუმცა გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე გაუქმდა და საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

როგორც "ევროპული საქართველოს" დეპუტატი დავით გოგისვანიძე განმარტავს, სანათების გადაცემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და "ქართული ოცნება" ამ ქმედებით წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ცდილობდა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტიამ უწყებათაშორის კომისიას მიმართა, რის გამოც საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

"რატომღაც ქუთაისმა გამოიჩინა კეთილი ნება, რომ ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებისათვის გადაეცა გარე განათების სანათები. ხონსა და ვანში დადიან "ქართული ოცნების" აქტივისტები და მოსახლეობას დაპირებას აძლევენ, რომ არჩევნებამდე გარე განათების პრობლემას მოუგვარებენ. გარე განათების სანათების გადაცემა ვანისა და ხონისათვის ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად იგეგმებოდა,"-განაცხადა გოგისვანიძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ უპასუხა.

"ვანისა და ხონის მერებიდან წერილობითი თხოვნა შემოვიდა, სწორედ ამიტომ განვიხილეთ საკითხი ბიუროზე. ქმედებას არანაირი პოლიტიკური მოტივი არ ახლდა,"-განაცხადა ლატარიამ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ  განმარტა, სანათების მიღებაზე სურვილი სხვა მუნიციპალიტეტებმაც გამოთქვეს, თუმცა მერიას სანათების საკმარისი რაოდენობა არ აღმოაჩნდა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019