პოლიტიკა
"დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში"-გივი ჭიჭინაძე
ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძემ მიმდინარე საარჩევნო პროცესი  მედიასთან საუბრისას შეაფასა. 

"დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. ჩვენ გავაგრძელებთ იმ გეგმების განხორციელებას, რაც გვქონდა ვანსა და ხონში. 3 წელია ვმუშაობ აქ, გახლდით გუბერნატორი. 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილი გვაქვს. თითქმის ბოლომდე გვაქვს მიყვანილი ახალი ინვესტორების შემოყვანის ინიციატივა. მუშაობა წუთითაც არ გაგვიჩერებია,"-განაცხადა ჭიჭინაძემ.

ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდიც შეაფასა. როგორც ჭიჭინაძემ განმარტა, ყველა კანდიდატს კამპანიის თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების საშუალება ჰქონდა.

გივი ჭიჭინაძე 2015 წლის 23 თებერვლიდან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე ვაკის რაიონის გამგებელი იყო.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამინდი
თბილისი -2 - 4 °C
img
ქუთაისი -4 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020