პოლიტიკა
მიმართულებები, რომლებიც ქუთაისის მერის ანგარიშში პრიორიტეტად დასახელდა
ქუთაისის მერმა მუშაობის განვლილი 100 დღე შეაფასა. გაწეული საქმიანობის ანგარიში გიორგი ჭიღვარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებს წარუდგინა.

ანგარიშში პრიორიტეტულად სოციალური, სპორტული, კულტურული მიმართულებები და ინფრასტრუქტურა დასახელდა.

"გადავწყვიტეთ, რომ ყურადღება უშუალოდ ას დღეზე გაგვემახვილებინა, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგაც ბევრი რამ გაკეთდა ქალაქში. ვაპირებთ, აქტიურად ვიყოთ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. ყველა წინასაარჩევნო დაპირება უნდა შესრულდეს,"-განაცხადა ჭიღვარიამ.

ასი დღის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვიდეოკლიპის პრეზენტაცია მოეწყო. სოციალურ და ინფრასტრუქტურული პროექტებთან ერთად, ვიდეორგოლში ყურადღება სპორტულ და სახელოვნობო მიმართულებებზე გამახვილდა. კლიპის მიხედვით, ქუთაისში 70 კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო.

"ანგარიში მხოლოდ ასი დღის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს ასახავს. ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ ბევრი მიმდინარე პროექტი გვაქვს. ვაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას ყველა მიმართულებით,"-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.

ქუთაისის მერი 100 დღის შემდეგ გაწეულ საქმიანობებს წლის ბოლოს წარადგენს.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამინდი
თბილისი -2 - 4 °C
img
ქუთაისი -4 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020