პოლიტიკა
ოპოზიცია ქუთაისის მერიის მიერ მე-4 პოლიკლინიკისათვის სამედიცინო აპარატურის შეძენას აპროტესტებს
ქუთაისის მერია მის საკუთრებაში არსებულ ქუთაისის მე-4 შერეულ პოლიკლინიკას 16 000 ლარის ღირებულების აპარატურას შეუძენს. თანხა 3 სახის დანადგარის შესაძენადაა გათვალისწინებული, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულიც გამოვლინდა.

გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება მიიჩნევს, მერიის გადაწყვეტილება მიკერძოებისა და კორუფციის არსებობის ეჭვს აჩენს.

"არსებობს ეჭვი, რომ მერია ამას მიკერძოებით აკეთებს. აპარატურის ყიდვა პოლიკლინიკას საკუთარი ხარჯებით შეეძლო. მერია გვპირდება, რომ დივიდენტებს მიიღებენ ამ აპარატურის გადაცემის შემთხვევაში, რაც საეჭვოა. თუ შპს მომგებიანია, მას თავად უნდა შეეძლოს აპარატურის შეძენა და არა მერიის ხარჯზე,"-ამბობს უკლება.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ თუ პოლიკლინიკას მერიის დახმარება სჭირდება და მოგების მომტანი არ არის, შესაძლოა, მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა გამოსავალი იყოს.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კლინიკა ამჟამად 40 000-მდე ბენეფიციარს ემსახურება. მათივე განმარტებით, პოლიკლინიკაში ჩადებული ინვესტიცია შემდგომში უფრო დიდი მოგების მომტანია.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
22:00 / 19.09.2019
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019