ქუთაისის მერიასთან დღეს აქცია გაიმართება.

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციაზე ზაზა სარალიძის ოჯახზე ზეწოლას გააპროტესტებენ.

“ჩვენ, მოქალაქეები ვითხოვთ ზაზა სარალიძის ოჯახს შეეშვან. ნუ ახდნენ ზეწოლას მის ოჯახის წევრებზე. შვილმოკლული მამა ისედაც გამწარებულია”,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია ქუთაისის მერიასთან 14 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები ზეწოლაში დაადანაშაულა. სარალიძე აცხადებდა, რომ მისი ცოლის დის ოჯახში მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ და ოჯახის ახლობლებს მისი მეუღლის გადაბირებასა და მიმდინარე პროცესებისაგან ჩამოშორებას სთხოვდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *