პოლიტიკა
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ინფორმაცია გამოაქვეყნა იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები: არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს კვლევის თანახმად, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამამისი ტარიელ ჭიღვარია შპს "ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში" 33,3%-იანი წილის მფლობელია. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ ტარიელ ჭიღვარიას სოფელ ჭრებალოში 474 კვ.მ. და 989 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს. ასევე, სოფელ მაღლაკში მის საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი, ორივე 2500 კვ.მ. ფართობის, თუმცა, გიორგი ჭიღვარიას დეკლარაციაში მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.

ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი ვალერი ყენია. ვალერი ყენიას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს, რომ მას სოფელ ჩაისუბანში აქვს შემდეგი მიწის ნაკვეთები: 2522 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 2518 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 5040 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს ანგარიშის თანახმად, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსს გიორგი გიორგობიანს დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ იგი არის შპს ჯი.თი.ჯი გრუპ G.T.G. group-ის 33.3%-იანი წილის მფლობელი. მას აღნიშნული წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოახდინოს
კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 22 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019